აღნიშნული რესურსი,
სახელწოდებით „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ შექმნილია მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის. ვისარგებლე
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა დასპორტის
სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ლიტერატურით და ასევე ლ. კიკალიშვილის ლიტერატურით
„ საუბრები ჯანსაღ კვებაზე „ სლაიდებზე მოცემულია
ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპები, აღწერილია სათითაოდ და ზედ დართულია
ფოტოებით, კერძოდ: ჯანსაღი კვება, პირადი ჰიგიენა,
ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევების პრევენცია, დღისრეჟიმი და უსაფრთხო გარემო. სლაიდზე გამოსახული
ტექსტის აღწერა და ფოტო უშუალო კავშირშია ერთმანეთთან.
სპ.VII-IX.1. მოსწავლეს შეუძლია გაითავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი,
როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის
ერთ-ერთიუმნიშვნელოვანესი პირობა.
სპ.VII-IX.3. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა და დაეუფლოს
რთული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს.
სპ.VII-IX.4. მოსწავლეს
შეუძლიასპორტულიაქტივობისას წარმოაჩინოს
ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
სპ.VII-IX.5. მოსწავლეს შეუძლიამონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.
რეფლექსია
რესურსი სახელწოდებით - ჯანსაღი ცხოვრების წესი,შევქმენი
მე-8 კლასის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით. რესურსის შექმნა განაპირობა , მოსწავლეთა მხრიდან
ინტერესის გამოჩენამ ამ თემასთან დაკავშირებით . რესურსის მიზანია გათავისება იმისა
თუ,როგორ შეძლონ ჯანსაღად ცხოვრება და აუმაღლდეთ მოტივაცია ,რათა აქტიურად ჩაერთონ
სპორტის საგაკვეთილო პროცესში.
რესურსის შექმნისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი
თავისებურებები. უკვე შესწავლილი ფიზიკური
აქტივობის განმეორების შემდეგ , დავიწყე ჯანსაღი ცხოვრების წესის თემის შესწავლა, განვიხილე ზემოთ აღნიშნული
საკითხის პრინციპები, რათა გამეღრმავებინა მათი ცოდნა.ტექსტში დაბეჭდილი ასოების ზომა შერჩეულია იმგვარად, რომ მოსწავლემ
კომფორტულად შეძლოს წაკითხვა.თითოეული პრინციპის სათაური გამოკვეთილია, შედარებით დიდად და
შემდეგ აღწერილია სათითაოდ.წინადადებებით მკაფიოდ არის გადმოცემული მთავარიაზრი და თემის შესაბამისად დართულია ფოტოები . რესურსის მიზანიამოსწავლეებმაშეძლონშემდეგი: ინდივიდუალურად დეტალების მოძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
განხილული თემის
გათავისებას ,რომ ეს არის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი საწინდარი.
ტექსტთან დაკავშირებული
ფოტოებითაც გააცნობიეროს მოსწავლემ თითოეული ცალკე განხილული პრინციპები რამდენად მნიშვნელოვანია.
ტექსტის გააზრებით
და გათავისებით, მოსწავლეს გაეზარდოს მოტივაცია ,რათა მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში,
რომელიც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისათვის.
ეს რესურსი, ჩემი აზრით, მრავალჯერადად გამოსაყენებელია.
შეუძლია გამოიყენოს ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა, ასევე შეუძლია
კლასის დამრიგებელმაც გამოიყენოს კლასის საათზე, როგორც დამატებითი საინფორმაციო სახის
მასალა. ბლოგის მისამართია: http://natomachabelisporti.blogspot.com/2018/06/blog-post_10.html
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
მიერ, დადგენილია ფაქტორები ,რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს: -ცხოვრების წესი-50% ; გენეტიკური ფაქტორები-20% ; გარემო ფაქტორები-20% ;
სამედიცინო მომსახურების ხარისხი- 10% ; . ამ მონაცემების პროცენტული განაწილება ცხადყოფს,
რომ ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას თავად განსაზღვრავს (ცხოვრების წესი-50% ). ამის
მიუხედავად იმატა უკანასკნელ პერიოდში გულ-სისხლძარღვთა,სიმსივნური დაავადებების ,
დიაბეტის, სიმსუქნის (რომელიც თანამედროვე
მედიცინის მიერ , დაავადებად არის მიჩნეული), ასევე სხვა გადამდები თუ არაგადამდები
დაავადებების სიხშირემ.
ამ ყოველივეს
მიზეზი არის ის, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილი მკვეთრად შეცვლილია, ხდება
არაბალანსირებული და სწრაფი კვების პროდუქტების მიღება,ფიზიკური აქტივობები შემცირებულია,არანორმალური
დღის რეჟიმი, მავნე ჩვევა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევა ბავშვობიდანვე.
მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების
გათავისება,როგორც ადრეულ, ისე სასკოლო ასაკში, ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების დაცვა
ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, სწავლის უნარისა და აკადემიური
მოსწრების გაუმჯობესებას.
ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრების მიზნით, საჭიროა
სკოლის მოსწავლეებისათვის
ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითადი
კომპონენტების შესახებ
ინფორმაცის მიწოდება, პირადი ჰიგიენის,
დღის რეჟიმის, ფიზიკური
აქტივობის, სწორი კვებითი ჩვევების
ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვება არის
ჯანმრთელი ცხოვრების სტილის ნაწილი, თუ ადამიანი ყოველდღიურად საკვებთან ერთად, ჯანმრთელობისათვის
აუცილებელ ყველა ნივთიერებას საჭირო რაოდენობით იღებს, ასეთ კვებას ჯანსაღი კვება ჰქვია.
ჯანსაღი კვების სწავლების მიზანია ჯანმრთელობა
და კვებასთან დაკავშირებული კეთილდღეობა.
თითოეული საკვები ჯგუფი სასიცოცხლოდ აუცილებელ სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს.
საკვები პროდუქტების უამრავი სახეობიდან არსებობს
5 ძირითადი ჯგუფი: მარცვლეული; ხილი და ბოსტნეული; რძე და რძის პროდუქტები; ხორცი
, თევზი და ცილის შემცვლელი მცენარეული საკვები( პარკოსნები, თხილი, ნიგოზი ); ცხიმი,ტკბილეული
და მარილი.
მარცვლეული მდიდარია
ნახშირწყლებით, B ჯგუფის ვიტამინებით და
ადამიანისთვის ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს
და მინერალურ ნივთიერებებს. ვიტამინები და მინერალები ორგანიზმში არ წარმოიქმნება,
მათი წყარო საკვებია და აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის,ხილი და ბოსტნეული
მდიდარია ასევე ბუნებრივი ნახშირწყლებით და უჯრედისით,რაც მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი
სისტემის მუშაობისათვის.
ხორცი და თევზი, ცილის შემცველი პროდუქტები შეიცავს ცილებს,რკინას,თუთიას,A და Dვიტამინებს.
რძე და რძის პროდუქტები შეიცავს ბავშვისთვის საჭირო
ყველა ნივთიერება: ცილებს, ცხიმებს,ნახშირწყლებს,
განსაკუთრებით მდიდარია კალციუმით, რომელიც აუცილებელია ძვლების ზრდისა და სიმაგრისათვის,ამიტომ
რეკომენდებულია ყოველდღიური მიღება.
ცხიმი, ტკბილეული და მარილი შეიცავს მცენარეულ
და ცხოველურ ცხიმს, შაქარს და მარილს,ცხიმები ადამიანს ენერგიით უზრუნველყოფს, თუმცა
მათი ჭარბი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სკოლის ასაკის ბავშვებს, ისევე როგორც სხვა
ასაკის ადამიანებს, ესაჭიროებათ ბალანსირებული კვება.ბალანსირებულია კვება თუ ადამიანი
ყოველდღიურად იღებს ჯანმრთელობისათვის აუცილებელ
ყველა საკვებ ნივთიერებას.
ჯანმრთელობასთან
ასოცირდება აგრეთვე პირადი ჰიგიენის დაცვა. აუცილებელი პროცედურებია: პირის ღრუს სწორი
მოვლა, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების წარმოშობას. ასევე აუცილებელია თმის მოვლის
პროცედურები და სხეულის მოვლის დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით,რომელიც ააქტიურებს
ორგანიზმის ყველა სისტემას და ზრდის შრომისუნარიანობას.
ფიზიკური აქტივობა
ფიზიკური აქტივობა
მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობის კარგი
საშუალებაა. მასწავლებლის მიზანია მოსწავლეთა კარგი ფიზიკური მაჩვენებლები და ჯანმრთელობის
გაუმჯობესება.
გაკვეთილის დაგეგმვის დროს მასწავლებლის მითითებით
ასრულებენ მოსწავლეები ნასწავლ ფიზიკური აქტივობებს,შემდეგ მასწავლებელი შეასწავლის
ახალ აქტივობებს მათი ასაკის შესაბამისად , გასათვალისწინებელია დარეგულირდეს დატვირთვის სიხშირე და ინტენსივობა,
რითაც ხელს შეუწყობს ბავშვის ფიზიკურ განვითარებას.
შეჯიბრება კი, თუნდაც მარტივი წახალისების მიზნით,
კარგი სტიმულია მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასაბმელად.
მავნე ჩვევების
პრევენცია
რას შეიძლება უწოდოთ
მავნე ჩვევა?
- ალკოჰოლიზმს,ნარკომანიას,თამბაქოს
მოწევას,აზარტულ თამაშებს და ა.შ.
მავნეა ჩვევა როდესაც მრავალჯერ ავტომატურად მეორდება ქმედება,რომელსაც თან სდევს როგორც
საზოგადოებისთვის ასევე ქმედების შემსრულებელისთვის ნეგატიური შედეგები.ამგვარ ქმედებებს
მედიცინაში პათოლოგიურ დამოკიდებულებად განიხილავენ თუმცა შეიძლება ნერვიული სისტემის
გაუწონასწორებლობის შედეგიც იყოს,ეს ჩვევებიიწვევს პიროვნების დეგრადაციას,არასრულფასოვან
შთამომავლობას და სხვა... აუცილებელია დროულად ამ მავნე ჩვევების აღმოფხვრა,მოზარდობის
ასაკში.
ადამიანის მთელი
სიცოცხლე გადის საათობრივად დაგეგმილი დღის რეჟიმის მიხედვით,რომელიც აუცილებელია ამა თუ იმ საქმიანობისათვის და ჩვენი ჯანმრთელობისათვის.სწორადაა
განსაზღვრული დღის რეჟიმი როცა ხდება ინტენსიურად: დილით ადრე ადგომა, დილის ვარჯიშების
შესრულება,წყლის პროცედურები, საუზმე, გზა სკოლისაკენ ( ფეხით გასეირნება) , გაკვეთილები
სკოლაში, გზა სკოლიდან სახლში (ფეხით გასეირნება), სადილი ,დასვენება, გაკვეთილების
მომზადება, ვახშამი და თავისუფალი დრო, ძილისთვის მომზადება და ძილი. ეს ყველაფერი
უნდა მოხდეს განსაზღვრული დროის დაცვით.
უსაფრთხო გარემო
მეტად მნიშვნელოვანია,
ფიზიკური აქტივობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს
მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შენობაში. უსაფრთხო
გარემოს უზრუნველყოფა ღია ცის ქვეშ. საჭიროა სწორად შერჩეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი,
ინდივიდუალური უსაფრთხოების წესები, დატვირთვა ასაკის შესაბამისად. უსაფრთხოების წესების
დაცვა საჭიროა აგრეთვე ზოგიერთი დაავადების დროს მაგ: ბრონქული ასთმის, შაქრიანი დიაბეტის
ან ინფექციური დაავადების დროს.