რესურსის სახელწოდება-ჯანსაღი
ცხოვრების წესი
საგანი- სპორტი
სწავლების საფეხური-საბაზო
კლასი-მე-8
რესურსის ინსტრუქცია:
აღნიშნული რესურსი,
სახელწოდებით „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ შექმნილია მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის. ვისარგებლე
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ლიტერატურით და ასევე ლ. კიკალიშვილის ლიტერატურით
„ საუბრები ჯანსაღ კვებაზე „ სლაიდებზე მოცემულია
ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპები, აღწერილია სათითაოდ და ზედ დართულია
ფოტოებით, კერძოდ: ჯანსაღი კვება, პირადი ჰიგიენა,
ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევების პრევენცია, დღის რეჟიმი და უსაფრთხო გარემო. სლაიდზე გამოსახული
ტექსტის აღწერა და ფოტო უშუალო კავშირშია ერთმანეთთან.
სპ.VII-IX.1. მოსწავლეს შეუძლია გაითავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი,
როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის
ერთ-ერთიუმნიშვნელოვანესი პირობა.
სპ.VII-IX.3. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა და დაეუფლოს
რთული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს.
სპ.VII-IX.4. მოსწავლეს
შეუძლიასპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს
ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
სპ.VII-IX.5. მოსწავლეს შეუძლია
მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.
რეფლექსია
რესურსი სახელწოდებით - ჯანსაღი ცხოვრების წესი,შევქმენი
მე-8 კლასის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით. რესურსის შექმნა განაპირობა , მოსწავლეთა მხრიდან
ინტერესის გამოჩენამ ამ თემასთან დაკავშირებით . რესურსის მიზანია გათავისება იმისა
თუ,როგორ შეძლონ ჯანსაღად ცხოვრება და აუმაღლდეთ მოტივაცია ,რათა აქტიურად ჩაერთონ
სპორტის საგაკვეთილო პროცესში.
რესურსის შექმნისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი
თავისებურებები. უკვე შესწავლილი ფიზიკური
აქტივობის განმეორების შემდეგ , დავიწყე ჯანსაღი ცხოვრების წესის თემის შესწავლა, განვიხილე ზემოთ აღნიშნული
საკითხის პრინციპები, რათა გამეღრმავებინა მათი ცოდნა.ტექსტში დაბეჭდილი ასოების ზომა შერჩეულია იმგვარად, რომ მოსწავლემ
კომფორტულად შეძლოს წაკითხვა.თითოეული პრინციპის სათაური გამოკვეთილია, შედარებით დიდად და
შემდეგ აღწერილია სათითაოდ.წინადადებებით მკაფიოდ არის გადმოცემული მთავარიაზრი და თემის შესაბამისად დართულია ფოტოები . რესურსის მიზანია მოსწავლეებმა
შეძლონ შემდეგი: ინდივიდუალურად დეტალების მოძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
განხილული თემის
გათავისებას ,რომ ეს არის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი საწინდარი.
ტექსტთან დაკავშირებული
ფოტოებითაც გააცნობიეროს მოსწავლემ თითოეული ცალკე განხილული პრინციპები რამდენად მნიშვნელოვანია.
ტექსტის გააზრებით
და გათავისებით, მოსწავლეს გაეზარდოს მოტივაცია ,რათა მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში,
რომელიც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისათვის.
ეს რესურსი, ჩემი აზრით, მრავალჯერადად გამოსაყენებელია.
შეუძლია გამოიყენოს ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა, ასევე შეუძლია
კლასის დამრიგებელმაც გამოიყენოს კლასის საათზე, როგორც დამატებითი საინფორმაციო სახის
მასალა.
ბლოგის მისამართია: http://natomachabelisporti.blogspot.com/2018/06/blog-post_10.html
ბლოგის მისამართია: http://natomachabelisporti.blogspot.com/2018/06/blog-post_10.html
No comments:
Post a Comment